ჩვენს შესახებ

1_(1)

 

 

შ.პ.ს.  „ვასაძის  პური“   დაარსდა  2001 წლის 13 მაისს  ოზურგეთში. თავდაპირველად კომპანია პურ-ფუნთუშეულის წარმოებაზე იყო ორიენტირებული. მაღალი ხარისხის და  კარგი გემოვნური თვისებების გამო  ჩვენმა პროდუქციამ  სწრაფად  მოიპოვა ნდობა და აღიარება  ჯერ ადგილობრივ მომხმარებელთა შორის, ხოლო შემდგომ  მიმდებარე  რეგიონების  მოსახლეობაში (ბათუმი, ფოთი, სამტრედია, ლანჩხუთი, ჩოხატაური…).  ადგილობრივ ბაზარზე მოპოვებულმა წარმატებამ მოგვცა  საშუალება _  და ამასთანავე სტიმულიც _  გაგვეფართოვებინა წარმოება.   2011 წელს განვახორციელეთ საპილოტე პროექტი საკონდიტრო წარმოებისთვის და შეიქმნა შ.პ.ს. „ვასაძის პურის“ ახალი ბრენდი საკონდიტრო „სანდომი“.  სოფელ მაკვანეთში  ავამოქმედეთ  მცირე მაშტაბის საკონდიტრო საწარმო, რომლის პროდუქციამაც ასევე მალე დაიმსახურა  მომხმარებელთა  კეთილგანწყობა.

ჩვენი წარმატებული საქმიანობით წლებია წვლილი შეგვაქვს რაიონის საერთო ეკონომიკურ  წინსვლაში.  დასაქმებული გვყავს  200-ზე მეტი ადგილობრივი  მოსახლე, რაც  არც თუ ისე პატარა  ციფრია  მცირე რეგიონისთვის.

ინოვაციურმა ხედვამ, სიახლის ძიებამ, სწორმა  ეკონომიკურმა გათვლებმა და რაც მთავარია  კეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ  როგორც საქმისადმი, ასევე ჩვენი მომხმარებლისადმი,  კომპანია „სანდომი“ მალე აქცია ბრენდად  _ რომელსაც  ენდობიან.

2013 წლიდან კომპანიის საქმიანობაში ახალი გამოწვევები გაჩნდა. სექტემბერში გაიხსნა გაცილებით დიდი და მაშტაბური საკონდიტრო საწარმო თბილისში, რომლის პროდუქციამაც მალე  დაიმკვიდრა ადგილი დედაქალაქში და  ჩვენი ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში.

ბრენდი „სანდომი“  არის თანამედროვე, სწრაფად მზარდი,  დინამიური, ინოვაციური  კომპანია, რომელიც დღეისათვის 100-ზე მეტი დასახელების მაღალი ხარისხის პროდუქციას  აწარმოებს. იგი უახლოეს მომავალში  თავის ერთგულ მომხმარებლებს კვლავაც შესთავაზებს არა ერთ ახალ პროდუქტს, მათ შორის,  ტკბილეულს   სხვადასხვაგვარი  შოკოლადების და კანფეტების სახით.

„სანდომი“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტებით, პროფესიონალთა გუნდი უცხოელ კოლეგებთან ერთად მუდმივად მუშაობს პროდუქციის დახვეწაზე და განახლებაზე. საწარმოში პერიოდულად მოწვეულნი არიან უცხოელი ტექნოლოგები. თანამშრომლები გადიან ინტენსიურ ტრეინინგებს უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.

კომპანია უკვე ISO:22000-2005 სტანდარტის მფლობელია, რაც იმის დასტურია, რომ სანდომი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, ქართულ პროდუქტს. რომელიც ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით მზადდება. სანდომისთვის ეს დიდი პასუხისმგებლობასა და პატივთან ასოცირდება. აღნიშნულმა ფაქტმა კიდევ ერთხელ ცხადჰყო, რომ ჩვენი პროდუქტი ნამდვილად კონკურენტუნარიანია და დაარსებიდან დღემდე ამართლებს  თავის სახელს.  

 2_(3)