ჩვენ შესახებ

24
sandomi 01
sandomi 3
sandomi 9
sanodmi 1
previous arrow
next arrow

შ.პ.ს. „ვასაძის პური“ დაარსდა 2001 წლის 13 მაისს ოზურგეთში. თავდაპირველად კომპანია მაღალი ხარისხის და კარგი გემოვნური თვისებების გამო სანდომის პროდუქციამ სწრაფად მოიპოვა ნდობა და აღიარება როგორც ადგილობრივ, ასევე მიმდებარე რეგიონების მოსახლეობაში.

ადგილობრივ ბაზარზე მოპოვებულმა წარმატებამ კომპანიას გაფართოების საშუალება მისცა.  2011 წელს განხორციელდა საპილოტე პროექტი საკონდიტრო წარმოებისთვის და შეიქმნა შ.პ.ს. „ვასაძის პურის“ ახალი ბრენდი – საკონდიტრო „სანდომი“ სოფელ მაკვანეთში. პროდუქციაზე მაღალმა მოთხოვნამ განაპირობა 2013 წელს მეორე-ბევრად მასშტაბური საწარმოს გახსნა ქ. თბილისში.დღეს სანდომი საკუთარი პროდუქციის მრავალფეროვანი ასორტიმენტით წარმოდგენილია თითქმის ყველა ქსელურ მარკეტსა და ჰიპერმარკეტში მთელი საქართველოს მასშტაბით.

ინოვაციურმა ხედვამ, სიახლის ძიებამ, სწორმა ეკონომიკურმა გათვლებმა და  კეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ როგორც საქმისადმი, ასევე  მომხმარებლისადმი, კომპანია „სანდომი“  აქცია ბრენდად, რომელსაც ენდობიან.

ბრენდი „სანდომი“ არის თანამედროვე, სწრაფად მზარდი, დინამიკური, ინოვაციური კომპანია, რომელიც დღეისათვის 100-ზე მეტი დასახელების მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს. „სანდომი“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტებით, პროფესიონალთა გუნდი უცხოელ კოლეგებთან ერთად მუდმივად მუშაობს პროდუქციის დახვეწასა და განახლებაზე. საწარმოში პერიოდულად მოწვეულნი არიან უცხოელი ტექნოლოგები. თანამშრომლები გადიან ინტენსიურ ტრეინინგებს უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.

წარმოება დაკომპლექტებულია ევროპული , მაღალი ხარისხის სრულად ავტომატიზირებული დანადგარებით, რაც იძლევა საშუალებას, მომხმარებლამდე მივიდეს ტექნოლოგიურად დახვეწილი, სურსათის უვნებლობის სტანდარტების მოთხოვნის შესაბამისი პროდუქტი. წარმოებაში მკაცრად კონტროლდება პროდუქციის ვადები და შენახვის პირობები, ასევე წარმოების პროცესი.

კომპანია არის ISO:22000-2005 სტანდარტის მფლობელი, რაც იმის დასტურია, რომ სანდომი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, ქართულ პროდუქტს ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.

სანდომის პროდუქცია უკვე გასცდა საქართველოს მასშტაბებს და ექსპორტზე გადის ისრაელსა და პალესტინაში. კომპანია ინტენსიურად ღებულობს მონაწილეობას მსოფლიოს საერთაშორისო გამოფენებში საკვები და საკონდიტრო სფეროს მიმართულებით.

აქტიური მარკეტინგული საქმიანობის გარდა, კომპანიის პოლიტიკა არის მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, რაც გამოიხატება სხვადასხვა საქველმოქმედო და სოციალურ აქტივობაში პერმანენტული ჩართულობით.

ყველა უფლება დაცულია ©2025 სანდომი