შ.პ.ს. „ვასაძის პური“ დაარსდა 2001 წლის 13 მაისს ოზურგეთში. თავდაპირველად კომპანია პურ-ფუნთუშეულის წარმოებაზე იყო ორიენტირებული. მაღალი ხარისხის და კარგი გემოვნური თვისებების გამო სანდომის პროდუქციამ სწრაფად მოიპოვა ნდობა და აღიარება როგორც ადგილობრივ, ასევე მიმდებარე რეგიონების მოსახლეობაში (ბათუმი, ფოთი, სამტრედია, ლანჩხუთი, ჩოხატაური…). ადგილობრივ ბაზარზე მოპოვებულმა წარმატებამ კომპანიას გაფართოების საშუალება მისცა. 2011 წელს განხორციელდა საპილოტე პროექტი საკონდიტრო წარმოებისთვის და შეიქმნა შ.პ.ს. „ვასაძის პურის“ ახალი ბრენდი - საკონდიტრო „სანდომი“ სოფელ მაკვანეთში.
საკონდიტრო კომპანია სანდომს თავისი წარმატებული საქმიანობით წვლილი შეაქვს რაიონის საერთო ეკონომიკურ წინსვლაში.
ინოვაციურმა ხედვამ, სიახლის ძიებამ, სწორმა ეკონომიკურმა გათვლებმა და კეთილსინდისიერმა დამოკიდებულებამ როგორც საქმისადმი, ასევე მომხმარებლისადმი, კომპანია „სანდომი“ აქცია ბრენდად, რომელსაც ენდობიან.
2013 წლიდან კომპანიის საქმიანობაში ახალი გამოწვევები გაჩნდა. სექტემბერში გაიხსნა გაცილებით დიდი და მასშტაბური საკონდიტრო საწარმო თბილისში, რომლის პროდუქციამაც მალე დაიმკვიდრა ადგილი დედაქალაქში და ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებში.
ბრენდი „სანდომი“ არის თანამედროვე, სწრაფად მზარდი, დინამიკური, ინოვაციური კომპანია, რომელიც დღეისათვის 100-ზე მეტი დასახელების მაღალი ხარისხის პროდუქციას აწარმოებს. იგი უახლოეს მომავალში თავის ერთგულ მომხმარებლებს კვლავაც შესთავაზებს არა ერთ ახალ პროდუქტს, მათ შორის, ტკბილეულს სხვადასხვაგვარი შოკოლადების და კანფეტების სახით.
„სანდომი“ დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიკაციური სპეციალისტებით, პროფესიონალთა გუნდი უცხოელ კოლეგებთან ერთად მუდმივად მუშაობს პროდუქციის დახვეწასა და განახლებაზე. საწარმოში პერიოდულად მოწვეულნი არიან უცხოელი ტექნოლოგები. თანამშრომლები გადიან ინტენსიურ ტრეინინგებს უცხოელ სპეციალისტებთან ერთად.
კომპანია არის ISO:22000-2005 სტანდარტის მფლობელი, რაც იმის დასტურია, რომ სანდომი აწარმოებს უმაღლესი ხარისხის, ქართულ პროდუქტს ყველა საერთაშორისო სტანდარტის დაცვით.